სერვის ცენტრის მენეჯერი - წყალტუბოს ს/ც #1

Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

სერვის ცენტრის მენეჯერი

სერვის ცენტრის მენეჯერის პოზიცია შენთვის გარდამავალი ფაზაა შემდგომი განვითარებისკენ.

შენ, როგორც სერვის ცენტრის მენეჯერი:

  • უზრუნველყოფ ფილიალის თანამშრომლების კოორდინირებულ და მოტივირებულ მუშაობას;
  • მუდმივად ჩართული იქნები მომსახურების პროცესის მონიტორინგში;
  • იზრუნებ თანამშრომლების კომპეტენციასა და კვალიფიკაციაზე

უზრუნველყოფ:

  • კლიენტების ხარისხიან, ზუსტ და უშეცდომო მომსახურებას თანამშღომლების საქმიანობის კოორდინაციის გზით;
  • საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობების სრულყოფილი ცოდნა;  
  • დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულების კონტროლი; 
  • დაწესებული გეგმის თანამშრომლებზე გადანაწილებაში მონაწილეობის მიღება;
  • გეგმების შესრულების მუდმივი კონტროლი და გადახრების ანალიზი;
  • სათავო განყოფილებებიდან ინიცირებული გაყიდვების აქციების მხარდაჭერა; 
  • ფილიალის კლიენტებისგან მიღებული შენიშვნებისა და წინადადებების მობილიზაცია და სათავო ბანკში შესაბამისი სამსახურებისთვის გადაცემის ორგანიზება; 
  • ერთჯერადი ღონისძიებების განხორციელება და დამატებითი ფუნქციების დროებით შეთავსება მიღებული დავალების შესაბამისად;
  • შიდა აუდიტის წარმომადგენლისათვის განმარტებების მიცემა აუდიტის ობიექტთან დაკავშირებით;
  • უშუალო ხელმძღვანელისაგან მიღებული დავალებების დროული და ადექვატური შესრულება, თუ იგი არ ეწინააღმდეგება ბანკის შინაგანაწესს, შიდა ნორმატიულ  და საკანონმდებლო აქტებს;
  • კლიენტთან თავაზიანი, კეთილგანწყობილი და თბილი დამოკიდებულება;
  • დადგენილ ლიმიტს ზედა თანხებზე ვადიანი დეპოზიტების ხელშეკრულებებისა და სალაროს გასავლის ოპერაციების ვიზირება;
  •  დღიური საოპერაციო და სალარო ოპერაციების ამსახველი საბუთების სათანადო წესით ფორმირება;
  • კლიენტების მომსახურებასთან დაკავშირებული მიმდინარე ხასიათის პრობლემების გადაჭრა და არასტანდარტიზირებული გადაწყვეტილებების შეთანხმება;
  • საჭიროების შემთხვევაში ფიზიკური და იურიდიული პირების გაყიდვების კონსულტანტის ფუნქციების შეთავსება;
  • საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფ თანამშრომლების კონკრეტულ საკითხებში გადამზადება;
  • ფილიალში მომსახურების არხების მიხედვით მოახდენ მომსახურების და ლოდინის დროის მონიტორინგი;
  • უზრუნველყოფ კლიენტების მომსახურებისა და მოლოდინის დროის სტანდარტების დაცვას;
  • დაგეგმავ ოპერაციების დადგენილი სტანდარტების ფარგლებში შესრულებისათვის, ყველა აუცილებელ ღონისძიებას, გააკონტროლებ პროცედურის შესრულების სისწორეს;
  • მიაწვდი ინფორმაციას უშუალო ხელმძღვანელს, ოპერაციების შესრულების და მომსახურების დროს წარმოქმნილი პრობლემების შესახებ;
  • ოპერატიულად მიიღებ გადაწყვეტილებას მიმდინარე საქმიანობის პროცესში წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუ უშუალო ხელმძღვანელის ჩართულობა არ გახდება საჭირო.  

კვალიფიკაცია

  • ბანკში მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
  • ჯგუფის უფროსის/უფროსი გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე  მუშაობის 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება.
  • ინგლისური და რუსული ენების ცოდნა

ველოდებით  გამოხმაურებას თუ:

  • ხარ საქმეზე კონცენტრირებული და შეგიძლია მაქსიმალური სიზუსტით შეასრულო დავალება
  • შენთვის მნიშვნელოვანია ადამიანებზე ზრუნვა
  • გაქვს ლიდერული და გუნდურად მუშაობის უნარი
  • ხარ შედეგებზე ორიენტირებული
  • გაქვს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the სერვის ცენტრის მენეჯერი - წყალტუბოს ს/ც #1 position at tbcbank?
The salary for this სერვის ცენტრის მენეჯერი - წყალტუბოს ს/ც #1 role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the სერვის ცენტრის მენეჯერი - წყალტუბოს ს/ც #1 position at tbcbank located?
This სერვის ცენტრის მენეჯერი - წყალტუბოს ს/ც #1 role at tbcbank is based in ge, წყალტუბო, წყალტუბო, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the სერვის ცენტრის მენეჯერი - წყალტუბოს ს/ც #1 role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a სერვის ცენტრის მენეჯერი - წყალტუბოს ს/ც #1 role at tbcbank.
How do I apply for the სერვის ცენტრის მენეჯერი - წყალტუბოს ს/ც #1 position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the სერვის ცენტრის მენეჯერი - წყალტუბოს ს/ც #1 job at tbcbank posted?
This სერვის ცენტრის მენეჯერი - წყალტუბოს ს/ც #1 position at tbcbank was posted on Sep 4, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
სერვის ცენტრის მენეჯერი - წყალტუბოს ს/ც #1
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.