დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი)

tbcbank· მომხმარებლებზე ზრუნვის ცენტრი
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

შენ, როგორც დისტანციური მომსახურების მენეჯერი:

  • უპასუხებ შემომავალ ზარებს და გაუწევ ხარისხიან მომსახურებას მომხმარებლებს;
  • სატელეფონო კომუნიკაციის საშუალებით დაადგენ მათ საჭიროებებს;
  • მოუსმენ, გააანალიზებ და დაეხმარები მათ საკითხების ეფექტურად მოგვარებაში;
  • აქტიურად ჩაერთვები ინდივიდუალური და გუნდური მიზნების მიღწევის პროცესში.

შენ გექნება შესაძლებლობა:

  • შეისწავლო საბანკო პროდუქტები და პროცესები;
  • მიიღო შენთვის საინტერესო ცოდნა და გამოცდილება საბანკო სექტორში;
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა მინიმუმ 6 თვიანი წარმატებული მუშაობის შემდეგ, შენს ინტერესებსა და მიმართულებაზე დაყრდნობით;
  • გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელიც დაგეხმარება ყოველდღიური სამუშაოს შესრულებაში;
  • იმუშავო პროფესიონალ ადამიანებთან ერთად გუნდურ გარემოში.

ჩვენ გთავაზობთ:

  • დისტანციურ სამუშაო ფორმატს, სადაც მოგეცემა საშუალება იმუშაო სახლიდან, ოფისიდან ან ნებისმიერი შენთვის მოსახერხებელი ლოკაციიდან;
  • ანაზღაურებად ტრენინგს სამუშაოს დაწყებამდე;
  • სასწავლო პლატფორმებს და განვითარების მრავალ შესაძლებლობას;
  • დამატებით ბენეფიტებს: ჯანმრთელობის დაზღვევა, well-being აქტივობები, შიდა შეთავაზებები, ფონდი „თიბისელები“ და სხვა.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გამოტივირებს სხვების დახმარება და მათი გამოცდილების გაუმჯობესება;
  • გაქვს ძლიერი კომუნიკაციის უნარი და შეგიძლია პროფესიონალიზმის შენარჩუნება რთულ სიტუაციებშიც;
  • ხარ განვითარებაზე ორიენტირებული, კომუნიკაბელური და მზად მუდმივი სწავლისთვის;
  • გინდა განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება;
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა 

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი) position at tbcbank?
The salary for this დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი) role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი) position at tbcbank located?
This დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი) role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი) role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი) role in the მომხმარებლებზე ზრუნვის ცენტრი department at tbcbank.
Which team or department does the დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი) at tbcbank belong to?
This დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი) position is part of the მომხმარებლებზე ზრუნვის ცენტრი department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი) position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი) job at tbcbank posted?
This დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი) position at tbcbank was posted on Jun 11, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
დისტანციური მომსახურების მენეჯერი დღე/ღამე (1/2 განაკვეთი)
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.