მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება

tbcbank· საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს.

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თიბისის, საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგში, ვეძებთ  - მიმართულების ლიდერს!

პოზიციის მიზანია პარტნიორ მერჩანტებზე დაფუძნებული მომხმარებლის ღირებულებითი შეთავაზების (customer value proposition) დიზაინი, განვითარება და მართვა.

ძირითადი ფუნქციები და პასუხისმგებლობები:

 ღირებულებითი შეთავაზების დიზაინი და არქიტექტურა

  • მომხმარებელთა სეგმენტების მიხედვით მერჩანტებზე დაფუძნებული ღირებულებითი შეთავაზების დიზაინი და მისი განვითარების გზამკვლევის შემუშავება.
  • სარგებლების არქიტექტურის აგება: მუდმივი ფასდაკლებები, კატეგორიული ქეშბექი, პარტნიორული პრივილეგიები, co-branded შეთავაზებები, განვადებისა და საკომისიო სარგებლის მექანიკები.
  • შეთავაზების პოზიციონირება და დიფერენციაცია
  • შეთავაზების ეკონომიკის მართვა: სარგებლის თვითღირებულების შედარება მოსალოდნელ შემოსავალთან (ბრუნვა, საკომისიო შემოსავალი, აქტიურობა, შენარჩუნება).
  • შეთავაზების ჰარმონიზაცია სხვა პროდუქტებთან და ლოიალობის პროგრამასთან, დუბლირებისა და კანიბალიზაციის თავიდან აცილებით.

პარტნიორული ეკოსისტემის მართვა

  • სტრატეგიული პარტნიორი მერჩანტების შერჩევა ისე, რომ დაფარულ იქნას მომხმარებლისთვის მნიშვნელოვანი ხარჯვის ყველა ძირითადი კატეგორია.
  • გრძელვადიანი, სტრუქტურული პარტნიორობების აგება ერთჯერადი აქციების ნაცვლად; ექსკლუზიური სარგებლების მოლაპარაკება.
  • co-branded და co-marketing ინიციატივების ინიცირება და მართვა.
  • პარტნიორული პორტფელის დაფარვის რეგულარული ანალიზი — სად აქვს შეთავაზებას ხარვეზი და რომელი კატეგორია საჭიროებს გაძლიერებას.

 მომხმარებლის კვლევა

  • სამომხმარებლო კვლევის (რაოდენობრივი და თვისებრივი) ინიცირება სარგებლების პრიორიტეტების დასადგენად.
  • კონკურენტების ღირებულებითი შეთავაზებების სისტემატური ბენჩმარკინგი და უპირატესობის წყაროების იდენტიფიცირება.
  • სარგებლის აღქმის ტესტირება დანერგვამდე; შედეგების ასახვა საბოლოო დიზაინში.

 შეთავაზების სასიცოცხლო ციკლის მართვა

  • შეთავაზების დანერგვის სრული ციკლის მართვა: კონცეფცია → ბიზნეს-ქეისი → შეთანხმება → დანერგვა → კომუნიკაცია → შედეგის შეფასება.
  • სარგებლების გამოყენების რეგულარული ანალიზი; დაბალეფექტიანი ან ეკონომიკურად გაუმართლებელი სარგებლის გადახედვა ან გაუქმება.
  • შეთავაზების პირობების (T&C), მომხმარებელთან კომუნიკაციისა და არხებში ასახვის სისწორის უზრუნველყოფა.
  • დიჯითალურ, მარკეტინგის, CVM და ტექნიკურ გუნდებთან კოორდინაცია დანერგვის ვადებისა და ხარისხის დასაცავად.

ტექნოლოგიურ პროცესებში ჩართულობა

  • ლოიალობისა და შეთავაზებების პლატფორმაზე სარგებლის მექანიკის აწყობა — წესების, პირობებისა და დარიცხვის ლოგიკის განსაზღვრა ტექნიკურად კონფიგურირებად ფორმატში.
  • ბიზნეს-მოთხოვნების ფორმულირება და დოკუმენტირება ტექნიკური და პლატფორმის გუნდებისთვის, მოთხოვნის მიზნისა და მოსალოდნელი შედეგის მკაფიო აღწერით.
  • პლატფორმის მიმდინარე შესაძლებლობებისა და შეზღუდვების ცოდნა და შეთავაზების დიზაინის მათთან შესაბამისობაში მოყვანა — რა მიიღწევა არსებული კონფიგურაციით და რა საჭიროებს დამატებით განვითარებას.
  • ტექნიკურ და პლატფორმის გუნდებთან ერთად განვითარების ბექლოგის პრიორიტეტიზაცია და დანერგვის ეტაპების დაგეგმვა.
  • ვენდორული გადაწყვეტების (ლოიალობის პლატფორმა, კამპანიის მართვის ინსტრუმენტები) ბიზნეს-მხარის მართვა და მომწოდებელთან კომუნიკაცია.

 გუნდის მართვა

  • გუნდის დაკომპლექტება, ადაპტაცია, მიზნების დასახვა, შეფასება და განვითარება.
  • სამუშაოს განაწილება სეგმენტებზე/კატეგორიებზე; ჩანაცვლებადობისა და ცოდნის გაზიარების უზრუნველყოფა.
  • გუნდის ჩართულობის, თანამშრომლობისა და შედეგზე ორიენტირებული კულტურის ჩამოყალიბება.

რისკი, შესაბამისობა და პროცესი

  • შეთავაზებების შესაბამისობის უზრუნველყოფა მარეგულირებელ მოთხოვნებთან, საგადახდო სისტემების წესებთან და ბანკის შიდა პოლიტიკებთან.
  • საოპერაციო რისკების მინიმიზაცია: სარგებლის დარიცხვა-ანგარიშსწორება, პარტნიორთან ვალდებულებების აღრიცხვა, მომხმარებელთან კომუნიკაციის სიზუსტე.
  • პროცესების დოკუმენტირება და მუდმივი გაუმჯობესება.

კვალიფიკაცია

  • მინიმუმ 4–5 წლიანი გამოცდილება პროდუქტის ან შეთავაზების განვითარებაში, საბარათე ბიზნესში, ლოიალობაში, CVM-ში ან პარტნიორობების მიმართულებით.
  • მინიმუმ 2 წლიანი გუნდის მართვის ან გამოკვეთილი ლიდერული როლის გამოცდილება.
  • მომხმარებელზე ორიენტირებული შეთავაზების დიზაინისა და დანერგვის გამოცდილება.
  • კომერციული მოლაპარაკებებისა და პარტნიორობის მართვის გამოცდილება.

ცოდნა და უნარები

  • მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილების მიღების უნარი;
  • ბიზნეს-ქეისის აგების უნარი.
  • ლოიალობისა და კამპანიის მართვის პლატფორმების მუშაობის პრინციპების ცოდნა;
  • ბიზნეს-მოთხოვნების ფორმულირებისა და დოკუმენტირების უნარი;
  • პრიორიტეტიზაციისა და პარალელური ინიციატივების მართვის უნარი.
  • ეფექტიანი კომუნიკაცია და გავლენის მოხდენა კროს-ფუნქციურ გარემოში.
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება position at tbcbank?
The salary for this მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება position at tbcbank located?
This მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება role in the საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა department at tbcbank.
Which team or department does the მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება at tbcbank belong to?
This მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება position is part of the საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება job at tbcbank posted?
This მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება position at tbcbank was posted on Sep 3, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
მიმართულების ლიდერი - მერჩანტებისთვის ღირებულების შეთავაზება
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.