რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი

tbcbank· ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერილობა

პოზიციის მიზანი

პოზიციის მიზანია ბექ-ოფისის ოპერაციების ეფექტიანობის მხარდასაჭერად მონაცემების დამუშავება, რეპორტინგი და ანალიზი, საჭირო რესურსების შეფასება და ოპერაციული პროცესების გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება. პოზიცია უზრუნველყოფს ანალიტიკური ინფორმაციის მომზადებას და შესაბამის დაინტერესებულ მხარეებთან გაზიარებას, რაც ხელს უწყობს ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებასა და ოპერაციული პროცესების ოპტიმიზაციას.

ძირითადი პასუხისმგებლობები

  • დეპარტამენტში არსებული რეპორტების ყოველდღიურ, ყოველკვირეულ და ყოველთვიურ ჭრილში დამუშავება და ანალიზი;
  • სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების დამუშავება, სტრუქტურირება და ანალიზი;
  • გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე შესაბამისი დასკვნებისა და რეკომენდაციების მომზადება;
  • საჭიროებისამებრ, ანალიტიკური ინფორმაციის გაზიარება დეპარტამენტის, ცენტრისა და დივიზიის ლიდერებთან, რეგიონულ მართვასთან, ლიგებთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან;
  • ტრანზაქციების შესრულებისთვის საჭირო რესურსების დათვლა, შეფასება და შესაბამისი ანალიზის მომზადება;
  • ოპერაციული პროცესების ეფექტიანობის შეფასება და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირება;
  • პროცესების ავტომატიზაციისა და ოპტიმიზაციის მიზნით განხორციელებულ ინიციატივებსა და ამოცანებში აქტიური ჩართულობა;
  • დანერგილი ავტომატიზაციებისა და პროცესებში განხორციელებული ცვლილებების ეფექტის შეფასება და შესაბამისი შედეგების ანალიზი;
  • დივიზიებში Agile ტრანსფორმაციის დანერგვის პროცესში მონაწილეობა;
  • KPI-ების განსაზღვრისა და შესაბამისი პარამეტრების მომზადების პროცესში ჩართულობა;
  • სამუშაო პროცესში შესაძლო რისკებისა და ხელისშემშლელი ფაქტორების ადრეული იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირების ინიციირება;
  • საჭიროებისამებრ, ჩატარებული ანალიზის საფუძველზე პრეზენტაციების მომზადება და შედეგების წარდგენა შესაბამისი დაინტერესებული მხარეებისთვის.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება ბიზნესის, ეკონომიკის, ფინანსების ან შესაბამისი მიმართულებით;
  • საბანკო სფეროში მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება;
  • მონაცემთა დამუშავებისა და ანალიზის გამოცდილება;
  • MS Excel-ისა და PowerPoint-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • SQL-ის, Power BI-ისა და MS Word-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ინგლისური ენის კარგი ცოდნა.
  • AI ინსტრუმენტებისა და თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენების ინტერესი და მზაობა.

უნარები

  • ძლიერი ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნების უნარი;
  • მონაცემების დამუშავების, სტრუქტურირებისა და ინტერპრეტაციის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა და მაღალი სიზუსტე;
  • ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • პრობლემების იდენტიფიცირებისა და გადაჭრის უნარი;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • უკუკავშირის ეფექტურად გაცემისა და მიღების უნარი;
  • ინიციატივიანობა და პროაქტიულობა;
  • პროცესების ოპტიმიზაციისა და გაუმჯობესების შესაძლებლობების იდენტიფიცირების უნარი.

დამატებითი ინფორმაცია

.

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი position at tbcbank?
The salary for this რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი position at tbcbank located?
This რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი role in the ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი department at tbcbank.
Which team or department does the რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი at tbcbank belong to?
This რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი position is part of the ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი job at tbcbank posted?
This რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი position at tbcbank was posted on Sep 3, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
რეპორტინგისა და ანალიზის ექსპერტი - ბექ-ოფისის ოპერაციების მართვის დეპარტამენტი
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.