გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი (ბათუმი)
About this role
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვაშენებთ TechCo-ს, უფრო მეტს ვიდრე ტრადიციულ ტელეკომ კოპანიას, რომელიც ქმნის ციფრულ პროდუქტებს, მუშაობს მონაცემებზე და სწრაფად გადააქცევს იდეებს რეალურ შედეგებად.
ჩვენთვის კავშირი არ ნიშნავს მხოლოდ ქსელს. ეს ნიშნავს ადამიანებისა და შესაძლებლობების დაახლოებას ციფრული პროდუქტების განვითარებით, მონაცემებზე დაფუძნებული გადაწყვეტილებებით და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია - მომხმარებლისთვის უნიკალური პერსონალიზებული გამოცდილების შექმნით.
ჩვენი მისია მარტივი და ამბიციურია:
„ვქმნით შესაძლებლობებს ადამიანებისთვის და ვაახლოებთ მათ ერთმანეთთან"
სელფიში მუშაობა ნიშნავს იყო ტრანსფორმაციის მონაწილე, რომელიც განსაზღვრავს როგორი იქნება საქართველოს ციფრული სამყარო მომდევნო წლებში.
სამუშაოს აღწერილობა
სელფიში ვეძებთ გუნდის ახალ წევრს გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტის როლზე, ქ. ბათუმში.
სამუშაო პირობები:
გრაფიკი: მცოცავი გრაფიკი
ანაზღაურება: ფიქსირებული + ყოველთვიური ბონუსი
დაზღვევა, სატელეფონო ლიმტი, როუმინგი
ამ როლში შენ:
** გაუწევ მაღალი ხარისხის მომსახურებას სელფი მობაილის მაღაზიაში შემოსულ მომხმარებლებს
** გააცნობ და შესთავაზებ კომპანიის პროდუქტებსა და სერვისებს, მომხმარებლის საჭიროებებზე მორგებით
** უზრუნველყოფ პროდუქტების გაყიდვას დასახული მიზნებისა და გეგმის შესაბამისად
** იმუშავებ გაყიდვების მხარდამჭერ სისტემებში
** შეასრულებ სალაროს ოპერაციებს ზუსტად და პასუხისმგებლობით
თუ ეს როლი გაინტერესებს, აუცილებელია გქონდეს:
** უმაღლესი განათლება ან იყო სტუდენტი
** ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა და ინგლისური ენა სასაუბრო დონეზე
** გაყიდვებისა და მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია)
** MS Office პროგრამებში მუშაობის უნარი (Word, Excel, PowerPoint)
** ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა
** კომუნიკაციის უნარი და მომხმარებლებთან ეფექტური ურთიერთობა
** დამოუკიდებლად მუშაობისა და გადაწყვეტილების მიღების უნარი
** ანგარიშგებისა და საქმიანი კორესპონდენციის მომზადების უნარი
გამოგვიგზავნე განაცხადი და გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 20 ივნისი, 2026.
კვალიფიკაცია
დამატებითი ინფორმაცია
რატომ სელფი
ჩვენ ვმუშაობთ მკაფიო მიზნებით და გაზომვადი შედეგებით.
ჩვენთან ყველა ინიციატივას აქვს რეალური ბიზნეს ეფექტი და ქმნის ღირებულებას მომხმარებლებისათვის.
ჩვენ ვაფასებთ:
• პასუხისმგებლობას (Ownership)
• საქმის ხახრისხიან შესრულებას
• პროფესიული ზრდისა და ერთმანეთის განვითარების სურვილს.
სელფი მობაილში შეგიძლია:
• დასახო ამბიციური მიზნები
• თამამად გამოხატო შენი აზრი
• ჩაძიებით მოძებნო უკეთესი გამოსავალი
• ისწავლო და ასწავლო სხვებს.
ჩვენი კულტურა ემყარება ხუთ პრინციპს:
• ფოკუსი ადამიანზე - თანამშრომლებზე და მომხმარებლებზე ზრუნვა
• პასუხისმგებლობა - "შედეგებზე სრული პასუხისმგებლობის აღება, ფორმალური როლის ფარგლებს მიღმაც"
• სიახლეების ძიება - კითხვები, ჩაძიება და იდეების ქმედებად გარდაქმნა
• კეთილსინდისიერება - სიტყვა და მოქმედება თანმიმდევრულია
• გუნდურობა - „ჩვენ“ ყოველთვის უფრო მაღალია „მე“-ზე
Frequently Asked Questions
Is the salary disclosed for the გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი (ბათუმი) position at cellfiemobile?
Where is the გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი (ბათუმი) position at cellfiemobile located?
Is the გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი (ბათუმი) role at cellfiemobile full-time or part-time?
Which team or department does the გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი (ბათუმი) at cellfiemobile belong to?
How do I apply for the გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი (ბათუმი) position at cellfiemobile?
When was the გაყიდვების და მომსახურების სპეციალისტი (ბათუმი) job at cellfiemobile posted?
You'll be redirected to cellfiemobile's official application page on SmartRecruiters.