სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება

tbcbank· საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, 

ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს

სამუშაოს აღწერილობა

თიბისის, საბარათე ბიზნესის და ლოიალობის განვითარების ლიგაში, საბარათე რისკების გუნდში ვეძებთ სერვის ექსპერტს თაღლითობის მონიტორინგის მიმართულებით.

თიბისიში საბარათე ოპერაციებთან ასოცირებული რისკების მართვა საბარათე ბიზნესის მნიშვნელოვანი ნაწილია. საბარათე რისკების გუნდი ყოველდღიურად ზრუნავს იმაზე, რომ მომხმარებლებისთვის საბანკო სერვისები იყოს უსაფრთხო, მოქნილი და საიმედო.

შენ იქნები ამ გუნდის წევრი და პასუხისმგებელი იქნები თაღლითობის მონიტორინგის სისტემებში წესების დანერგვაზე, საეჭვო შემთხვევების ანალიზსა და შესაბამის რეაგირებაზე. ასევე, ჩართული იქნები რეპორტების მომზადებაში, პროცესების გაუმჯობესებასა და თაღლითობის პრევენციის მექანიზმების განვითარებაში.

თუ გინდა იმუშაო დინამიურ გარემოში, სადაც ყოველდღიური საქმიანობა უკავშირდება რეალურ რისკებს, სწრაფ გადაწყვეტილებებს და პროცესების მუდმივ განვითარებას, ეს პოზიცია შენთვისაა.

ვის ვეძებთ:

• თუ ხარ ენერგიული, მოტივირებული და პასუხისმგებლიანი;
• გაქვს კარგი ანალიტიკური და პრობლემების გადაჭრის უნარი;
• შეგიძლია დეტალებზე ორიენტირებული მუშაობა და სწრაფად გადაწყვეტილებების მიღება;
• არ გეშინია გამოწვევების და სიახლეების;
• გიყვარს გუნდური მუშაობა, თუმცა შეგიძლია დამოუკიდებლადაც ეფექტურად მართო შენი საქმიანობა;
• ხარ შედეგზე, ხარისხზე და სიზუსტეზე ორიენტირებული;
• გაქვს კარგი ვერბალური და წერითი კომუნიკაციის უნარი ქართულ და ინგლისურ ენაზე;
• გაქვს მონაცემებთან და ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება.

რას გააკეთებ?

• საერთაშორისო საგადახდო სისტემების და ადგილობრივი კანონმდებლის რეგულაციებთან შესაბამისობით
მართავ ბანკის საბარათე ტრანზაქციების რისკებს;
• აქტიურად იქნები ჩართული საბარათე ტრანზაქციების მონიტორინგის, თაღლითობის პრევენციის მიზნით
სხვადასხვა ლოგიკების ფორმირებასა და ტექნიკური დანერგვების პროცესში.
• საჭიროების შემთხვევაში, მონაწილეობას მიიღებ თაღლითობასთან დაკავშირებული შემთხვევების რეპორტინგში საერთაშორისო საგადახდო სისტემების პლატფორმებზე;
• იზრუნებ გუნდის დასახული მიზნების მიღწევაზე;
• მონაწილეობას მიიღებ არსებული პროცესების გაუმჯობესებასა და გამარტივებაში.

კვალიფიკაცია

სასურველია გქონდეს:

• თაღლითობის კონტროლის, fraud monitoring-ის ან შესაბამის მიმართულებაზე მუშაობის გამოცდილება;
• საბარათე ტრანზაქციებთან ან გადახდების სფეროსთან მუშაობის გამოცდილება;
• fraud სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;
• რეპორტინგისა და მონაცემთა ანალიზის გამოცდილება;
• სტრესულ გარემოში მუშაობისა და პრიორიტეტების მართვის უნარი;
• სხვადასხვა მხარესთან კოორდინაციის და ეფექტური კომუნიკაციის გამოცდილება.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება position at tbcbank?
The salary for this სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება position at tbcbank located?
This სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება role in the საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა department at tbcbank.
Which team or department does the სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება at tbcbank belong to?
This სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება position is part of the საბარათე ბიზნესისა და ლოიალობის განვითარების ლიგა department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება job at tbcbank posted?
This სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება position at tbcbank was posted on Aug 26, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
სერვის ექსპერტი - თაღლითობის მონიტორინგის მიმართულება
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.