ბიზნეს ანალიტიკოსი

tbcbank· AI და მონაცემთა მართვის დეპარტამენტი
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში და გავლენიანი საერთაშორისო გამოცემა The Banker-ის Technology Awards 2026-ის გამარჯვებული ბანკი ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

სამუშაოს აღწერილობა

თიბისის ბანკის AI და მონაცემთა მართვის დეპარტამენტში ვეძებთ ახალ გუნდის წევრს ბიზნეს ანალიტიკოსის პოზიციაზე.

შენ მოხვდები გუნდში სადაც მონაცემთა ანალიტიკაზე დაფუძნებულ მსხვილ ტრანსფორმაციულ პროექტები კეთდება. ამ პროექტების მიზანია ბანკისთვის მნიშვნელოვანი ღირებულების შექმნა. ისინი ეფუძნება დიდი რაოდენობის მონაცემების დამუშავებასა და მანქანური დასწავლის მოდელების აწყობას. ამ დრომდე თიბისი ჯგუფის სხვადასხვა მიმართულებით განხორციელებული გვაქვს 30-მდე პროექტი და აქტიურად ვმუშაობთ მიმდინარე 6 პროექტზე.

შენ, როგორც ბიზნეს ანალიტიკოსი:

  • ანალიტიკური ტრანსფორმაციის პროექტების მსვლელობისას უზრუნველყოფ ტექნიკური საჭიროებების ბიზნეს ენაზე ინტერპრეტირებას და პირიქით;
  • ჩართული იქნება სხვადასხვა ანალიტიკური ხელსაწყოს გაცნობასა და შესწავლაში;
  • მონაცემთა ანალიტიკური საჭიროებების დადგენის მიზნით აქტიური კომუნიკაცია გექნება ბიზნესის ლიდერებთან;
  • პროექტების მსვლელობის დროს იზრუნებ ახალი იდეების გენერირებაზე;
  • მონაცემთა ანალიტიკური ამოცანებისთვის უზრუნველყოფ ეფექტური გადაწყვეტების მოფიქრებას.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • გაქვს ეფექტური კომუნიკაციის უნარები;
  • არ გეშინია გამოწვევების;
  • გაქვს კარგი ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გამოირჩევი ინიციატივებით და ხარ პროაქტიული;
  • ხარ შედეგზე ორიენტირებული და სწორად განსაზღვრავ პრიორიტეტებს დასახული მიზნების მისაღწევად;

აუცილებელია, გქონდეს:

  • უმაღლესი განათლება ფინანსებში/ეკონომიკაში ან სხვა ტექნიკურ დარგში;
  • საბანკო სექტორში ბიზნეს მიმართულებებში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება;

კარგი იქნება, გქონდეს:

  • მონაცემთა ბაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • ვიზუალიზაციის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება;
  • სტატისტიკური პროგრამირების ენებთან/პაკეტებთან (R, Python, SAS, ა.შ) მუშაობის გამოცდილება.
  • AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა    

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, შენ შეგიძლია დააფიქსირო შემთხვევა და იყო დარწმუნებული, რომ შეტყობინებას აუცილებლად მოჰყვება რეაგირება. თიბისიში შეგიძლია, შენი ხმა სხვადასხვა საკომუნიკაციო არხით გააჟღერო და ინციდენტი სრულად ანონიმურად ან ღიად დააფიქსირო:

  • ანონიმური ვებ-ფორმა #1 – https://form.jotform.me/tbcbank/anonymous-hotline
  • ანონიმური ვებ-ფორმა #2 – https://app.safecall.co.uk/ka/file-a-report
  • ანონიმური ცხელი ხაზი – 0800 100 268
  • ანონიმური წერილი
  • ელფოსტა - მისამართი და დეტალური ინფორმაცია ინციდენტის ანონიმურად დაფიქსირებასთან დაკავშირებით შეგიძლია, იხილო ვებ-გვერდზე - ანონიმური მხილება

დაგიკავშირდებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the ბიზნეს ანალიტიკოსი position at tbcbank?
The salary for this ბიზნეს ანალიტიკოსი role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the ბიზნეს ანალიტიკოსი position at tbcbank located?
This ბიზნეს ანალიტიკოსი role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the ბიზნეს ანალიტიკოსი role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a ბიზნეს ანალიტიკოსი role in the AI და მონაცემთა მართვის დეპარტამენტი department at tbcbank.
Which team or department does the ბიზნეს ანალიტიკოსი at tbcbank belong to?
This ბიზნეს ანალიტიკოსი position is part of the AI და მონაცემთა მართვის დეპარტამენტი department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the ბიზნეს ანალიტიკოსი position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the ბიზნეს ანალიტიკოსი job at tbcbank posted?
This ბიზნეს ანალიტიკოსი position at tbcbank was posted on Aug 27, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
ბიზნეს ანალიტიკოსი
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.