ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1

tbcbank· Retail
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი, ტექნოლოგიური კომპანია, სადაც ყველაზე გამბედავი და მიზანდასახული გუნდი ვქმნით მომხმარებელზე მორგებულ მომსახურებას, პროდუქტებსა და შესაძლებლობებს. 

ინოვაციებითა და ტექნოლოგიებით, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ. 

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს. 

შექმენი კომპანიის ძლიერი მომავალი ადამიანების ცხოვრების გასამარტივებლად

თიბისის ბიზნესების მხარაჭერის ხანგრძლივი ისტორია აქვს. ბიზნეს ეკოსისტემის გაუმჯობესება კომპანიის ერთ-ერთი მთავარი ამოცანაა, რაც თავის მხრივ ქვეყნის ეკონომიკაზე აისახება. წლების განმავლობაში თიბისის მხარდაჭერით განვითარდა და გაიზარდა არაერთი ბიზნესი, რომლებიც დღესდღეობით მოწინავე როლს თამაშობენ ადგილობრივ ბაზარზე.

ბიზნესებისთვის, როგორც თიბისის მომხმარებლებისთვის მათზე მორგებული ფინანსური ინსტრუმენტების შეთავაზება თიბისისთვის ერთ-ერთი ყველაზე პრიორიტეტული მიმართულებაა. ეს პროცესი თავის მხრივ განსაკუთრებულ ყურადღებას და მუდმივად ძიების პროცესში ყოფნას მოითხოვს.

ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი პოზიციაზე შენ გადამწყვეტი როლი გექნება მომხმარებლებთან თანამშრომლობის პროცესში. ეს არის კარგი შესაძლებლობა საფინანსო სფეროთი დაინტერესებული ადამიანებისთვის, მართონ პროცესი და განსაზღვრონ სამომავლო თანამშრომლობა კომპანიებთან. გარდა ამისა, პოზიცია ითვალისწინებს პოტენციური მომხმარებლების მოძიებას, რაც ბაზრის კარგად ათვისების საშუალებას იძლევა.

ასისტენტის როლზე პროფესიული გამოცდილების და ცოდნის მიღების პროგრამის ხანგრძლივობაა: 6 თვემდე. წარმატებული ასისტენტები დაწინაურდებიან ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა

შენ, როგორც სტაჟიორი, მიღებული ცოდნის საფუძველზე, უზრუნველყოფ:

  • ბიზნეს კლიენტების მოზიდვას და  პოტენციური კლიენტებისთვის ბიზნეს სესხის პროდუქტების შესახებ ინფორმაციის მიწოდებას;
  • ეფექტური გაყიდვების წარმოებას;
  • შედეგებზე ორიენტაციას–ყოველდღიური/ყოველთვიური  დავალებების  შესრულებას;

შენ გექნება შესაძლებლობა:

  • შეისწავლო საბანკო პროდუქტები, პროცესები და ჩვენი განახლებული სასწავლო პლატფორმის დახმარებით, მიიღო შენთვის საინტერესო ინფორმაცია და ცოდნა საბანკო სექტორში;
  • დაწინაურდე და განვითარდე მინიმუმ 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის შემდგომ, ბანკის სხვადასხვა მიმართულებით და შენი ინტერესების გათვალისწინებით;
  • გაეცნო მომსახურების საუკეთესო სტანდარტებს, რომელსაც შეგასწავლიან და შემდგომ გამოიყენებ სამუშაოს შესრულებისას;
  • იმუშაო და გაიცნო საუკეთესო გუნდი და პროფესიონალი ადამიანები.

ჩვენ გთავაზობთ:

  • საუკეთესო სამუშაო გარემოს, საუკეთესო გუნდთან და პროფესიონალ ადამიანებთან ერთად;
  • სამუშაოს დაწყებამდე, გთავაზობთ ანაზღაურებად ტრენინგს, რომელიც დაგეხმარება პროფესიული უნარების და საბანკო პროდუქტების ცოდნის მიღებაში;
  • 3-6 თვიანი წარმატებული თანამშრომლობის და კარგი უკუკავშირების შემთხვევაში, დაწინაურების შესაძლებლობა, რომელიც მოიცავს ანაზღაურების და დამატებითი სარგებელის ზრდას და პოზიციურად განვითარებას;
  • დამატებითი სარგებელი: ჯანმრთელობის დაზღვევა, ბრენდ მაღაზია, სპეციალური შეთავაზებები თიბისელებითვის, ფონდი თიბისელები, თანამშრომელთა კეთილდღეობასთან დაკავშირებული (well-being) აქტივობები და სხვა მრავალი;
  • შეძლებ დარეგისტრირდე ნებმისმიერ შენთვის საინტერესო ტრენინგზე და მიიღო დამატებითი ცოდნის შესაძლებლობა.

კვალიფიკაცია

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ:

  • ახლა იწყებ კარიერულ განვითარებას
  • გიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, მათზე ზრუნვა და დახმარების გაწევა;
  • ხარ კომუნიკაბელური და განვითარებაზე ორიენტირებული;
  • გინდა გამოსცადო თავი და განავითარო შენი კარიერა საფინანსო სექტორში და მიიღო საუკეთესო გამოცდილება 30 წლიანი ისტორიის მქონე კომპანიაში.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1 position at tbcbank?
The salary for this ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1 role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1 position at tbcbank located?
This ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1 role at tbcbank is based in ge, ხელვაჩაური, ხელვაჩაური, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1 role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1 role in the Retail department at tbcbank.
Which team or department does the ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1 at tbcbank belong to?
This ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1 position is part of the Retail department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1 position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1 job at tbcbank posted?
This ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1 position at tbcbank was posted on Apr 17, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
ბიზნეს დაკრედიტების ექსპერტის ასისტენტი - ხელვაჩაურის ს/ც 1
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.