არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა

tbcbank· ოპერაციების მართვა
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

პოზიცია პასუხისმგებელია ბანკის ფილიალების, ბექ ოფისების, საკასო ცენტრების, სამუშაო სივრცეების, საწყობებისა და სხვა ობიექტების არქიტექტურულ დაგეგმვაზე, პროექტირებაზე, სარემონტო-სამშენებლო პროექტების კოორდინაციასა და ბანკის ერთიანი არქიტექტურული სტანდარტების დაცვაზე.

როლი მოიცავს როგორც ახალი ობიექტების კონცეფციის შემუშავებას, ასევე არსებული სივრცეების განახლებასა და რეკონსტრუქციას. პოზიცია უზრუნველყოფს პროექტების ხარისხიან, ეფექტურ და დროულ განხორციელებას ყველა ჩართულ მხარესთან მჭიდრო თანამშრომლობით.

ძირითადი პასუხისმგებლობები:

არქიტექტურული დაგეგმვა და პროექტირება

• ახალი ფილიალების, ბექ ოფისების, სამუშაო სივრცეების, საკასო ცენტრების, საწყობებისა და სხვა ობიექტების სივრცის ანალიზი და პროექტირება;

• არსებული ობიექტების სარეკონსტრუქციო და სარემონტო პროექტების მომზადება;

• ავეჯის განლაგების, ინტერიერის ელემენტების, ფარდა-ჟალუზების, სარეკლამო აბრებისა და სხვა ვიზუალური კომპონენტების პროექტების შემუშავება;

• ბანკის არქიტექტურულ, ფუნქციურ და ბრენდულ სტანდარტებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

პროექტების მართვა და კოორდინაცია

• პროექტების შეთანხმება ბიზნეს მიმართულებებთან, რეგიონალურ ხელმძღვანელებთან, უსაფრთხოების, IT და სხვა ფუნქციურ გუნდებთან;

• გარე საპროექტო და სამშენებლო კომპანიების მიერ მომზადებული პროექტების განხილვა და შეფასება;

• სარემონტო და სამშენებლო სამუშაოების მიმდინარეობის მონიტორინგი;

• პროექტების ვადების, ხარისხისა და შეთანხმებული სტანდარტების დაცვის კონტროლი;

• პროექტის განხორციელების პროცესში შესაძლო რისკების, შეფერხებებისა და გამოწვევების დროული იდენტიფიცირება და შესაბამისი ქმედებების დაგეგმვა.

ხარისხის კონტროლი და სტანდარტების დაცვა

• ბანკის ფილიალებსა და ოფისებში არქიტექტურული, ვიზუალური და ბრენდული სტანდარტების მონიტორინგი;

• ავეჯის, სარეკლამო ელემენტებისა და სხვა ინფრასტრუქტურული კომპონენტების ხარისხის კონტროლი;

• შესრულებული სამუშაოების მიღება-ჩაბარების პროცესში მონაწილეობა და შესაბამისი დოკუმენტაციის დადასტურება.

რეგულაციები და ადმინისტრაციული მხარდაჭერა

სახელმწიფო უწყებებთან და მუნიციპალიტეტებთან შესათანხმებელი დოკუმენტაციის მომზადება; 

• შეთანხმებებისა და ნებართვების პროცესის კოორდინაცია; 

• საჭირო მასალებისა და ინვენტარის დაგეგმვასა და შეკვეთის პროცესში მონაწილეობა.

პროცესების განვითარება

• ხარჯების ოპტიმიზაციის, ხარისხის გაუმჯობესებისა და პროცესების ეფექტიანობის ზრდის ინიციატივების შეთავაზება;

• თანამედროვე არქიტექტურული და დიზაინის ტენდენციების კვლევა და საუკეთესო პრაქტიკების დანერგვა.

კვალიფიკაცია

• უმაღლესი განათლება არქიტექტურის მიმართულებით;

• არქიტექტურული პროექტირების, ინტერიერის დაგეგმარების ან სამშენებლო პროექტებზე მუშაობის გამოცდილება;

• არქიტექტურული პროგრამები: აუცილებელია Archi CAD-ის კარგად ცოდნა (კარგი იქნება 3D ვიზუალისაციისათვის სხვა პროგრემების ცოდნაც)

• Microsoft Office პროგრამების ცოდნა;

• ტექნიკური ნახაზების მომზადებისა და ანალიზის გამოცდილება;

• პროექტების კოორდინაციისა და მრავალ დაინტერესებულ მხარესთან ეფექტური თანამშრომლობის უნარი;

• დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;

• პრობლემების გადაჭრის, პრიორიტეტების მართვისა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

• ინიციატივიანობა და მუდმივი განვითარების სურვილი.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა position at tbcbank?
The salary for this არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა position at tbcbank located?
This არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა role in the ოპერაციების მართვა department at tbcbank.
Which team or department does the არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა at tbcbank belong to?
This არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა position is part of the ოპერაციების მართვა department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა job at tbcbank posted?
This არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა position at tbcbank was posted on Jun 8, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
არქიტექტორი - არქიტექტორული ჯგუფი, ლოგისტიკა
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.