ანალიტიკოსი/უფროსი ანალიტიკოსი - სტრატეგიული ფინანსები
About this role
კომპანიის აღწერა
ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.
ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.
მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.
სამუშაოს აღწერილობა
- ფინანსური მომგებიანობის ანალიზი ქვე-სეგმენტებისა და არხების ჭრილში, ტრენდების იდენტიფიცირება, გადახრების მიზეზების დადგენა და რეკომენდაციების მომზადება.
- კომერციული და ფინანსური Target-ების მომზარება ქვე-სეგმენტებისა და არხების ჭრილში.
- ბიზნესის მხარდაჭერა ქვე-სეგმენტებისა და არხების სტრატეგიის დაგეგმვასა და გაუმჯობესებაში;
- კომერციული და ფინანსური შედეგების ანალიზი, შედარება ბაზართან და კონკურენტებთან;
- ბაზრის წილების ანალიზი, დინამიკის შეფასება და ძირითადი ტენდენციების იდენტიფიცირება;
კვალიფიკაცია
ვის ვეძებთ:
- შეგიძლია სამუშაოს დამოუკიდებლად დაგეგმვა, პრიორიტეტების განსაზღვრა და ეფექტურად შესრულება;
- გაქვს ძლიერი ანალიტიკური და კრიტიკული აზროვნება
- შეგიძლია ფინანსური და კომერციული მონაცემების გააზრება;
- არ გეშინია გამოწვევების და შეგიძლია სწრაფად ადაპტირება ცვლილებებთან;
- გაქვს სურვილი მუდმივი განვითარების და ახალი მიდგომების დანერგვის
- შეგიძლია რთული ანალიზის მარტივად და სტრუქტურულად კომუნიკაცია მენეჯმენტისთვის.
აუცილებელი ტექნიკური უნარები
- Power BI
- Excel-ის სრულყოფილი ცოდნა;
- დიდი მოცულობის მონაცემებთან მუშაობის გამოცდილება.
- AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა
სასურველი უნარები:
- SQL-ის ცოდნა
- გამოცდილება FP&A / Business Analytics / Performance Management მიმართულებით;
- საბანკო ან ფინანსურ სექტორში მუშაობის გამოცდილება
დამატებითი ინფორმაცია
თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank
თიბისიში კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998;
დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.
Frequently Asked Questions
Is the salary disclosed for the ანალიტიკოსი/უფროსი ანალიტიკოსი - სტრატეგიული ფინანსები position at tbcbank?
Where is the ანალიტიკოსი/უფროსი ანალიტიკოსი - სტრატეგიული ფინანსები position at tbcbank located?
Is the ანალიტიკოსი/უფროსი ანალიტიკოსი - სტრატეგიული ფინანსები role at tbcbank full-time or part-time?
Which team or department does the ანალიტიკოსი/უფროსი ანალიტიკოსი - სტრატეგიული ფინანსები at tbcbank belong to?
How do I apply for the ანალიტიკოსი/უფროსი ანალიტიკოსი - სტრატეგიული ფინანსები position at tbcbank?
When was the ანალიტიკოსი/უფროსი ანალიტიკოსი - სტრატეგიული ფინანსები job at tbcbank posted?
You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.