კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი

tbcbank· ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

თიბისიში ვეძებთ ადამიანს, რომელიც შექმნის გამორჩეულ თანამშრომლის გამოცდილებას, გააძლიერებს ორგანიზაციულ კულტურას და თიბისის, როგორც საუკეთესო დამსაქმებლის პოზიციონირებას ბაზარზე.

ამ როლში შენ იქნები პასუხისმგებელი შიდა კომუნიკაციის, თანამშრომელთა ჩართულობისა და Employer Branding-ის პროექტების დაგეგმვასა და აღსრულებაზე.

შენი პასუხისმგებლობები იქნება:

  • დამსაქმებლის ბრენდის შიდა და გარე საკომუნიკაციო კამპანიების და პროექტებისა დაგეგმვა და მართვა
  • თანამშრომლებისთვის გამორჩეული გამოცდილების შექმნა და მათი ჩართულობისა და კმაყოფილების ზრდაზე ზრუნვა
  • ორგანიზაციული კულტურის განვითარება
  • თიბისელების, როგორც ბრენდ ამბასადორების გაძლიერება და პოზიციონირება
  • კომპანიის მნიშვნელოვანი პროექტებისა და ტრანსფორმაციების შიდა კომუნიკაციის მართვა
  • მრავალფეროვანი კონტენტის შექმნა შიდა და გარე საკომუნიკაციო არხებისთვის
  • ღონისძიებების, აქტივობებისა და engagement კამპანიების დაგეგმვა და განხორციელება
  • სტეიკჰოლდერებთან მჭიდრო თანამშრომლობა, მათი პროექტებისა და ინიციატივების მხარდაჭერა

კვალიფიკაცია

ვის ვეძებთ?

სტრატეგიულად მოაზროვნე გუნდის წევრს, რომელიც ეფექტურად მართავს პროექტებს და არის ამბის საინტერესოდ მთხრობელი.

მნიშვნელოვანია, რომ:

  • გქონდეს მარკეტინგის, PR-ის მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. (უპირატესობად ჩაითვლება შიდა კომუნიკაციებში ან Employer Branding-ის, მიმართულებით გამოცდილება)
  • შეგიძლია სხვადასხვა როლისა და რგოლის ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაცია
  • შენი ძლიერი მხარეა კომპლექსური პროექტების მართვა
  • ხარ ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული
  • ხარ ემპათიური და ადამიანებზე ორიენტირებული
  • გაქვს კრეატიული და ინოვაციური აზროვნება
  • შეგიძლია როგორც დამოუკიდებლად, ისე გუნდურად მუშაობა
  • შეგიძლია სწრაფად ადაპტირება და გადაწყვეტილებების მიღება
  • გქონდეს AI ინსტრუმენტებთან და თანამედროვე ტექნოლოგიებთან მუშაობის მზაობა

დამატებით უპირატესობად ჩაითვლება თუ გაქვს:

  • დამსაქმებლის ბრენდინგის კამპანიებზე მუშაობის გამოცდილება
  • თანამშრომელთა ჩართულობის ან ორგანიზაციული კულტურის პროექტების მართვის გამოცდილება
  • კონტენტის შექმნის მიმართულებით გამოცდილება

რა დაგხვდება თიბისიში?

  • ძლიერი გუნდი და ძლიერი ორგანიზაციული კულტურა
  • შესაძლებლობა, რეალური გავლენა მოახდინო თანამშრომლის გამოცდილებაზე
  • მასშტაბური და საინტერესო პროექტები
  • მუდმივი განვითარებისა და სწავლების შესაძლებლობა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი position at tbcbank?
The salary for this კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი position at tbcbank located?
This კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი role in the ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი department at tbcbank.
Which team or department does the კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი at tbcbank belong to?
This კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი position is part of the ბრენდის გამოცდილება და მარკეტინგი department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი job at tbcbank posted?
This კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი position at tbcbank was posted on May 27, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
კორპორატიული/დამსაქმებლის ბრენდის მენეჯერი
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.