ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი

tbcbank· სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი
Apply Now ↗
📍 Tbilisi📍 Tbilisi, Tbilisi, Georgia📍 geFull time

About this role

კომპანიის აღწერა

თიბისი ბანკი საქართველოში ყველაზე დიდი ფინანსური ინსტიტუტი და ერთ-ერთი ყველაზე მსხვილი კომპანიაა, რომელიც ადამიანების ყოველდღიურობის მნიშვნელოვანი ნაწილია და ემსახურება მათ ციფრულად. დღეს თიბისი ბანკი ლონდონის საფონდო ბირჟაზე FTSE 250-ის ინდექსში ტრანსნაციონალური კომპანიაა 8000 თანამშრომლითა და რამდენიმე მილიარდიანი საკრედიტო პორტფელით.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

კორპორატიული ბიზნესი აცხადებს ვაკანსიას სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორში ვიცე პრეზიდენტის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა

  • სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორში არსებული კორპორატიული კლიენტების საქმიანობის, საჭიროებებისა და მოთხოვნების სიღრმისეული ანალიზი;
  • კლიენტებზე მორგებული საბანკო და ფინანსური შეთავაზებების მომზადება და განვითარება;
  • სახელმწიფო უწყებებთან, საჯარო სექტორის ორგანიზაციებთან და ინსტიტუციურ პარტნიორებთან გრძელვადიანი და ეფექტური ურთიერთობების ჩამოყალიბება და შენარჩუნება;
  • არსებული და პოტენციური კლიენტების აქტიური მართვა, მათი საჭიროებების იდენტიფიცირება და შესაბამისი პროდუქტებისა და მომსახურებების შეთავაზება;
  • კლიენტებისთვის სტრატეგიული ფინანსური პარტნიორისა და მრჩევლის როლის შესრულება;
  • სახელმწიფო სექტორში არსებული პროფესიული კონტაქტებისა და პარტნიორული ქსელის გამოყენება ახალი ბიზნეს შესაძლებლობების განვითარების მიზნით;
  • პორტფელის ხარისხისა და ეფექტიანობის მართვა;
  • ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტური კოორდინაციის უზრუნველყოფა;
  • გუნდის დაკომპლექტება, თანამშრომელთა ფუნქციებისა და პასუხისმგებლობების განსაზღვრა;
  • გუნდის საქმიანობის შეფასება, მხარდაჭერა და პროფესიულ განვითარებაზე ზრუნვა;
  • კვარტალური და წლიური გეგმების დაგეგმვასა და შესრულების პროცესში აქტიური მონაწილეობა.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ბიზნეს ადმინისტრირების, ეკონომიკის, საჯარო მმართველობის ან საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულებით;
  • MBA ან/და CFA ჩაითვლება უპირატესობად;
  • სასურველია საბანკო სექტორში მუშაობის მინიმუმ 4-5 წლიანი გამოცდილება;
  • სახელმწიფო ორგანიზაციებთან ან საჯარო სექტორთან მუშაობის გამოცდილება;
  • სახელმწიფო სტრუქტურებსა და ინსტიტუციურ სექტორში ძლიერი პროფესიული კონტაქტებისა და ურთიერთობების ქსელი;
  • სასურველია საბანკო პროდუქტების, პროცესებისა და საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • სასურველია ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების ცოდნა;
  • ინგლისური ენის სრულყოფილი ცოდნა;
  • ძლიერი კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების სწრაფად მიღების უნარი;
  • პროაქტიულობა, შედეგზე ორიენტირებულობა;
  • ცვლილებებისა და სიახლეებისადმი მოქნილი და განვითარებისკენ მიმართული მიდგომა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი position at tbcbank?
The salary for this ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი position at tbcbank located?
This ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი role at tbcbank is based in Tbilisi, Tbilisi, Tbilisi, Georgia, ge. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი role in the სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი department at tbcbank.
Which team or department does the ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი at tbcbank belong to?
This ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი position is part of the სტრატეგიული კორპორატიული კლიენტების მომსახურების დეპარტამენტი department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი job at tbcbank posted?
This ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი position at tbcbank was posted on May 25, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
ვიცე პრეზიდენტი – სახელმწიფო ორგანიზაციების სექტორი
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.