ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება

tbcbank· თიბისი კაპიტალი
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

თიბისი კაპიტალი, საქართველოს წამყვანი საინვესტიციო ბანკია, რომელიც კლიეტებს ეხმარება სხვადასხვა ფინანსური და საინვესტიციო მიზნების მიღწევაში და სთავაზობს კომპანიების შერწყმა-შეძენისა და კორპორაციული მრჩეველის, საბროკერო, კვლევით, და კაპიტალის ბაზრების სერვისებს.  საქართველოსა და რეგიონის მასშტაბით ვემსახურებით კერძო პირებს, კომპანიებს და ფინანსურ ინსტიტუტებს, რომელთა წარმატებას ვუზრუნველვყოფთ გარიგებების დაგეგმვით, სტრუქტურირებითა და კონსულტაციებით. თიბისი კაპიტალი მნიშვნელოვან როლს ასრულებს კაპიტალის ბაზრების განვითარებაში, ხელს  უწყობს სტრატეგიულ ინვესტორებს ახალი შესაძლებლობების აღმოჩენაში როგორც საქართველოში, ასევე რეგიონში.

გაყიდვების და ტრეიდინგის ანალიტიკოსი პასუხისმგებელია კლიენტებთან ურთიერთობების მართვაზე, საბროკერო პროდუქტებისა და მომსახურების შესახებ კონსულტაციების გაწევაზე და კლიენტსა და კომპანიას შორის ეფექტური კომუნიკაციის უზრუნველყოფაზე. ძირითადი მოვალეობები მოიცავს კლიენტის პორტფელის მართვაში მონაწილეობას, ანგარიშის გახსნის პროცესების ზედამხედველობას და რეგულაციების დაცვას. ანალიტიკოსი ასევე მონაწილეობს ობლიგაციების გამოშვებების პროცესში. ასევე ხელს უწყობს საბროკერო პროდუქტების განვითარებასა და პროცესების გაუმჯობესებას.

სამუშაოს აღწერილობა

  • კლიენტებთან კომუნიკაცია, არსებული და პოტენციური კლიენტებისთვის საბროკერო პროდუქტებისა და მომსახურებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება.
  •  ახალი კლიენტების კითხვებზე სრულყოფილი პასუხების გაცემა.
  •  კლიენტზე ორიენტირებული პორტფელების შექმნა, მართვა და მონიტორინგი; პორტფელთან დაკავშირებული ინფორმაციის კლიენტებთან სრულყოფილად გაცვლა.
  •  ახალი და არსებული კლიენტებისთვის ანგარიშის გახსნის პროცესის ზედამხედველობა; ანგარიშთან დაკავშირებული ინფორმაციის შეგროვება და რეგულაციებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.
  • TBC Capital-ის სიახლეების კლიენტებისთვის მიწოდება, როგორიცაა დივიდენდების დარიცხვა, კუპონის გადახდები, ფასიანი ქაღალდების პირობების ცვლილება, საბროკერო რეგულაციების განახლებები და სხვა.
  • კლიენტების სახელით ვაჭრობის ბრძანებების დროულად შესრულება.
  • ბონდების გამოშვებებში მონაწილეობა, პორტფელის წარმოება, კლიენტების დოკუმენტების კოორდინაცია, კუპონის დარიცხვები და ინვესტორებთან კომუნიკაცია.
  • პროდუქტების განვითარება, საბროკერო პროდუქტებისა და მომსახურების გაუმჯობესების იდეების გენერირება და განხორციელებაში მონაწილეობის მიღება.
  • პროცესების გაუმჯობესება, დეპარტამენტის პროცესების გაუმჯობესებისთვის ცვლილებებისა და გაუმჯობესებების რეკომენდაციები და განხორციელებაში მონაწილეობა.
  • პრეზენტაციების და მასალების მომზადება მიმდინარე და პოტენციური ინვესტორებისა და სხვა მხარეებისთვის.
  • ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პროცედურებისა და სხვა რეგულაციების დაცვა.
  • პროდუქტის იდეის გენერაციიდან რეგისტრაციამდე, გაყიდვამდე და საინვესტიციო სტრატეგიის შესრულებამდე პროცესში მონაწილეობის მიღება.

კვალიფიკაცია

  • მინიმუმ 1-წლიანი სამუშაო გამოცდილება კომერციულ და/ან საინვესტიციო ბანკში, საკონსულტაციო და/ან საინვესტიციო კომპანიაში.
  • ბაკალავრის ხარისხი ბიზნესში, სასურველია CFA-ის სერთიფიკატი.
  • საქართველოს ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ კანონისა და კოლექტიური საინვესტიციო საქმიანობის შესახებ კანონის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
  • ვაჭრობის ცოდნა უპირატესობად ჩაითვლება.
  • ინგლისური ენის ცოდნა

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება position at tbcbank?
The salary for this ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება position at tbcbank located?
This ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება role in the თიბისი კაპიტალი department at tbcbank.
Which team or department does the ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება at tbcbank belong to?
This ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება position is part of the თიბისი კაპიტალი department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება job at tbcbank posted?
This ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება position at tbcbank was posted on May 22, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
ანალიტიკოსი-გაყიდვების და ტრეიდინგის განყოფილება
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.