დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი

tbcbank· არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტი
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

თიბისის კორპორატიული და საინვესტიციო საბანკო ბიზნესი (CIB) ბაზრის ლიდერია, N1 მოთამაშე და ფლობს მთლიანი კორპორატიული ბაზრის სესხების 43%-ს, გარანტიების 50%-ს, ხოლო დეპოზიტების 40%-ს. ბოლო 3 წლის ზრდის მაჩვენებელია 28%. ბანკის ჭრილში ამ სექტორზე მოდის სასესხო პორტფელის 37% და დეპოზიტების 31%.

დეპოზიტების პროდუქტების განყოფილებაში გვაქვს აქტიური ვაკანსია პროდუქტის მენეჯერის პოზიციაზე.

სამუშაოს აღწერილობა

  • დეპოზიტების პორტფელის მოცულობის და მომგებიანობის კონტროლი;
  • სადეპოზიტო პროდუქტების გარშემო ექსპერტიზის მუდმივი განვითარება;
  • შესაბამისი დარგის დეპოზიტების ბიუჯეტირებაში, გეგმა/ფაქტის შესრულების მონიტორინგში და მოლოდინების მართვაში აქტიური მონაწილეობა;
  • შესაბამისი ინდუსტრიის სპეციფიკის ზედმიწევნით ცოდნა;
  • შესაბამისი დარგის პორტფელის სადეპოზიტო პროდუქტების მომგებიანობის ოპტიმიზაცია, ფასდადებაში მონაწილეობა, კორპორატიული coverage team-ების მხარდაჭერა;
  • კლიენტების pipeline-ბის მუდმივი განახლება, არსებულ კლიენტებზე სწორი მოლოდინების მართვის და ახალი შესაძლებლობების იდენტიფიცირების მიზნით;
  • სადეპოზიტო პროდუქტებთან დაკაშირებული ალოცირებების მართვა და მონიტორინგი;
  • ბანკის ერთეულებისთვის რეგულარული რეპორტების მომზადება;
  • სადეპოზიტო პროდუქტების პარამეტრების მუდმივი ანალიზი და სხვადასხვა მიმართულებით გაუმჯობესების შესაძლებლობების ძიება და შეთავაზებების ფორმირება;
  • კორპორატიული გუნდისთვის გეგმა-ფაქტის და ფაიფლაინის რეგულარული წარდგენა;
  • დეპოზიტების ვადიანობებისა და დარიცხვების სისწორის მუდმივი მონიტორინგი;
  • კვარტლისა და წლის ჭრილში გეგმის შესრულებისათვის საჭირო საქმიანობის წარმართვა/უზრუნველყოფა სექტორებთან აქტიური მუშაობით, შედეგების გაუმჯობესებისთის გზების დაგეგმვა უფროსთან ერთად;
  • Account planning-ის და share of wallet- პროცესში სრული ჩართულობა- დეპოზიტზე გეგმის მომზადება coverage-თან ერთად და შესრულება;
  • კლიენტის journey-ს მუდმივი ანალიზი და გაუმჯობესებაზე წინადადებების მომზადება;
  • დეპოზიტის ხელშერკულებების გაფორმება/გააქტიურება, პროცესის ბოლომდე მართვა;
  • ანაბრების პროგრამული რეგისტრაცია;
  • ბიზნეს სექტორების ჭრილში მაქსიმალური პენეტრაციაზე ზრუნვა და share of wallet მაქსიმიზაციაზე მუშაობა სექტორების ჭრილში; დარგში არსებული პოტენციური კორპორატიული კლიენტის მუდმივი ანალიზი დეპოზიტების სპეცილისტებთან ერთად; მოთხოვნებსა და საჭიროებებზე მორგებული შეთავაზებების გაკეთებაში აქტიური მონაწილეობა;
  • სხვა არასაკრედიტო პროდუქტების გუნდებთან და ქროსსელ გუნდებთან ერთად მუშაობა კოპრორატიული კლიენტებისთვის ერთანი შეთავაზების მომზადების მიზნით;
  • პორტფელის/დარგის ანალიზისას გამოვლენილი საინტერესო ფაქტებისა და ტენდეციების უფროსისთვის, კორპორატიული სექტორის უფროსისთვის/ უფროსი კორპორატიული ბანკირისთვის ან/და სხვა სტრუქტურული ერთეულებისთვის მიწოდება;
  • ბანკის სხვადასხვა სტრუქტურულ ერთეულებთან ძლიერი კოორდინაცია;
  • უშუალო ხელმძღვანელის, ბანკის უმაღლესი მენეჯმენტის ბრძანებების, განკარგულებებისა და დავალებების დროული და ადექვატური შესრულება;
  • განხორციელებული და მიმდინარე საქმიანობის და ასევე, სამომავლო გეგმების შესახებ პირდაპირი ხელმძღვანელისთვის პერიოდული ანგარიშგების წარდგენა.

კვალიფიკაცია

  • უმაღლესი განათლება;
  • საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
  • Excel კარგად ცოდნა;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • ბანკის სტრუქტურისა და ფუნქციების გადანაწილების ცოდნა;
  • საბანკო კანონმდებლობის ცოდნა;
  • საბანკო პროდუქტებისა და პროცესების, ტარიფების, კონკურენტებთან მათი უპირატესობის სრულყოფილი ცოდნა;
  • ბანკის ტექნოლოგიური პროდუქტებით სარგებლობის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • ბანკში მუშაობის მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • მაღალი მოტივაცია;
  • ლოგიკური და ანალიტიკური აზროვნების უნარი;
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის და დროის მართვის უნარი;
  • სტრესულ სიტუაციაში მუშაობის უნარი;
  • დეტალების მიმართ ყურადღებიანობა;
  • მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი position at tbcbank?
The salary for this დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი position at tbcbank located?
This დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი role in the არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტი department at tbcbank.
Which team or department does the დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი at tbcbank belong to?
This დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი position is part of the არასაკრედიტო პროდუქტების ბიზნესის მართვის დეპარტამენტი department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი job at tbcbank posted?
This დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი position at tbcbank was posted on May 6, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
დეპოზიტების პროდუქტის გაყიდვების მენეჯერი - კორპორატიული ბიზნესი
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.