ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team)

tbcbank· მცირე და საშუალო ბიზნესის მართვა
Apply Now ↗

About this role

კომპანიის აღწერა

ჩვენ ვართ თიბისი - წამყვანი ფინანსური ინსტიტუტი რეგიონში, სადაც გამბედავი და მიზანსწრაფული გუნდი, ჩვენს მისიას ვასრულებთ და ადამიანების ცხოვრებას ვამარტივებთ.

ჩვენ ვადგენთ მომსახურების ახალ სტანდარტს მონაცემთა ანალიზის, ხელოვნური ინტელექტისა და ციფრული პროდუქტების გამოყენებით.

მხარს გიჭერთ განვითარებაში, მიზნების მიღწევასა და შენი წარმატების ისტორიის შექმნაში - მთავარია გჯეროდეს.

სამუშაოს აღწერილობა

გსურს იმუშაო ერთ-ერთ ყველაზე დინამიკურ ბიზნეს მიმართულებაში და შენი ანალიტიკური ხედვით გავლენა მოახდინო მნიშვნელოვან ბიზნეს გადაწყვეტილებებზე?

ვიწვევთ ბიზნეს ანალიზის მენეჯერს MSME Planning and Analysis Team-ში, რომელიც ჩაერთვება მცირე და საშუალო ბიზნესის მიმართულების ფინანსური დაგეგმვის, ანალიზისა და ბიზნეს შედეგების შეფასების პროცესებში.

ეს პოზიცია გაძლევს შესაძლებლობას იმუშაო მონაცემებზე დაფუძნებულ გარემოში, ითანამშრომლო სხვადასხვა ბიზნეს მიმართულებასთან და მონაწილეობა მიიღო სტრატეგიული გადაწყვეტილებების მიღების პროცესში.

რას გააკეთებ?

• MSME მიმართულების ფინანსური და ბიზნეს შედეგების ანალიზს;
• ბიუჯეტირების, პროგნოზირების  და ფინანსური დაგეგმვის პროცესებში მონაწილეობას;
• ბიზნეს მაჩვენებლების მონიტორინგსა და ტენდენციების შეფასებას;
• მენეჯმენტისთვის ანალიტიკური ანგარიშებისა და რეკომენდაციების მომზადებას;
• პროდუქტების, სეგმენტებისა და კლიენტების მომგებიანობის ანალიზს;
• რეპორტინგისა და მონაცემთა დამუშავების პროცესების გაუმჯობესებასა და ავტომატიზაციაში მონაწილეობას;
• მონაცემებზე დაფუძნებული ბიზნეს გადაწყვეტილებების მხარდაჭერას;
• MSME ბიზნესის, ფინანსების, რისკებისა და სხვა მიმართულებების გუნდებთან მჭიდრო თანამშრომლობას.

ვის ვეძებთ?

• ძლიერი ანალიტიკური აზროვნების მქონე პროფესიონალს, რომელსაც შეუძლია მონაცემებში მნიშვნელოვანი კავშირებისა და შესაძლებლობების დანახვა;
• ადამიანს, რომელიც პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისრებულ ამოცანებს და შედეგზეა ორიენტირებული;
• კანდიდატს, რომელსაც სიამოვნებს გამოწვევებთან მუშაობა და პრობლემების გადაჭრა;
• პროფესიონალს, რომელსაც აქვს ფინანსური ანალიზის, ბიზნეს ანალიზის, FP&A-ს ან მონაცემთა ანალიტიკის მიმართულებით გამოცდილება;
• საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

კვალიფიკაცია

აუცილებელი მოთხოვნები

• Excel-ის მაღალ დონეზე ფლობა;
• მონაცემთა ანალიზისა და ვიზუალიზაციის გამოცდილება;
• სტატისტიკური ანალიზის მეთოდების ცოდნა;
• ძლიერი ანალიტიკური, კრიტიკული და ლოგიკური აზროვნება;
• ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი.

დამატებითი უპირატესობები

• SQL-ის ცოდნა;
• Power BI-ის ცოდნა;
• საბანკო სექტორში მუშაობის გამოცდილება.

რას გთავაზობთ?

• საინტერესო და მრავალფეროვან პროექტებზე მუშაობის შესაძლებლობას;
• პროფესიული და კარიერული განვითარების გარემოს;
• გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ჩართულობას;
• თანამედროვე ანალიტიკურ ინსტრუმენტებთან მუშაობის შესაძლებლობას;
• გამოცდილ და პროფესიონალ გუნდთან თანამშრომლობას.

დამატებითი ინფორმაცია

თიბისი, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად ამუშავებს. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შეიძლება დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურს მონაცემთა შემდგომი დამუშავება და გსურს მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვ, მოგვმართე ბმულზე და დაგვიკავშირდი ამავე ბმულზე განთავსებული საკომუნიკაციო არხების საშუალებით: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისი, თქვენს ინფორმაციას თიბისი ჯგუფში (TBC Bank Group PLC) შემავალ კომპანიებსაც უზიარებს. შვილობილი კომპანიებიც უზრუნველყოფენ პერსონალურ მონაცემთა დამუშავებას კანონმდებლობით გათვალისწინებული წესით. იმ შემთხვავაში, თუ არ გსურს მონაცემების თიბისი ჯგუფში შემავალი კომპანიებისთვის გაზიარება, მოგვმართეთ იგივე ბმულზე: კონფიდენციალურობა - TBC Bank

თიბისიში  კანდიდატთა შერჩევის პროცესი “დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ” კანონის მოთხოვნებისა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების შესაბამისია, რაც გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. თუ შენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ნიშნებს ხედავ, მოგვმართე: 032 2 27 27 27 * 1998; 

დაგიკავშირებით მხოლოდ მათ, ვინც შერჩევის პირველ ეტაპს გაივლის და კანდიდატის სტატუსი მიენიჭება.

Frequently Asked Questions

Is the salary disclosed for the ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team) position at tbcbank?
The salary for this ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team) role at tbcbank is not publicly listed. Click "Apply Now" to learn more about the compensation package on their official careers page.
Where is the ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team) position at tbcbank located?
This ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team) role at tbcbank is based in ge, თბილისი, თბილისი, , Georgia. The position is listed as on-site or hybrid. Check the full job description or apply directly to confirm the work arrangement.
Is the ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team) role at tbcbank full-time or part-time?
This is listed as a Full time position. It is posted as a ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team) role in the მცირე და საშუალო ბიზნესის მართვა department at tbcbank.
Which team or department does the ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team) at tbcbank belong to?
This ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team) position is part of the მცირე და საშუალო ბიზნესის მართვა department at tbcbank. See the full job description for more information about the team structure and responsibilities.
How do I apply for the ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team) position at tbcbank?
Click the "Apply Now" button on this page. You will be redirected to tbcbank's official application portal hosted on smartrecruiters where you can submit your application directly.
When was the ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team) job at tbcbank posted?
This ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team) position at tbcbank was posted on Jun 8, 2026. Apply as soon as possible — early applications are often reviewed first.
ბიზნეს ანალიზის მენეჯერი (MSME Planning and Analysis Team)
tbcbank
Apply for this role ↗

You'll be redirected to tbcbank's official application page on SmartRecruiters.